Friday, October 5, 2012

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ დარწმუნებულია, რომ სამეფო კლუბის ყოფილ ლეგენდას, რაულს მადრიდული კლუბის დატოვება აიძულეს.

"რაულს კარიერის დასრულება "რეალში" უნდოდა, მაგრამ ამ სურვილს ასრულება არ ეწერა. მას მადრიდული კლუბის დატოვება აიძულეს. იმედი მაქვს, ახლა იგი ყატარში ბედნიერია" - განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" შემდეგ რაული გელზერკინხენის "შალკეში" გამოდიოდა. ახლა იგი ყატარულ "ალ-სადში" ასპარეზობს.

No comments:

Post a Comment